მთავარ შინაარსზე გადასვლა

99 ადამიანზე პასუხისმგებელი. ამდენი ადამიანი გადაჰყავს ავტობუსის მძღოლს, ბატონ ფაზალ აკბარის, პიკის საათებში.   

"რამშაიდი, ვერმელსკირხენი… რაინ-ბერგიშე-კრაიზში ულამაზესი ბუნებაა. ავტობუსის მძღოლი ვარ და გზაზე ხშირად ვიმყოფები, ამიტომაც ვიცი, რასაც ვამბობ. ჩემი მეუღლე და მე ვმუშაობთ; ჩვენი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან. ჩვენ ახალი ნაცნობები ვიპოვეთ და ახალი წრე გავიჩინეთ. ოჯახი თავს სახლში ვგრძნობთ და ჩვენს მომავალს აქ ვხედავთ“ 

ფაზალ აკბარი გერმანიაში 2014 წელს ოჯახის გარეშე ჩამოვიდა ლტოლვილად. ოჯახი -ფაზალი, ზარღონა და მათი მცირე ასაკისა და მოზარდი შვილები - 2017 წელს საბოლოოდ გაერთიანდა. ფაზალ აკბარიმ მუშაობა დაიწყო. 2022 წელს ის უმუშევარი გახდა, ამიტომაც ახალი გეზის აღება მოუწია.  

ავღანეთში შეწყვეტილი საარქიტექტორო უმაღლესი განათლების აქ გაგრძელების პერსპექტივა არ არსებობდა. ოჯახისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის ფონზე მას საამისო დრო არ გააჩნდა.  

ადგილობრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მასზე დიდი მოთხოვნა არსებობს.

მან 2022 წლის აპრილში რამშაიდში მდებარე კომუნალური ინტეგრაციის მენეჯმენტის (KIM) საკონსულტაციო ცენტრს მიმართა. საკითხების მენეჯერთან (Case Managerin), ქალბატონ გიულ ალთინთან კონსულტაციის გავლის ფარგლებში ავტობუსის მძღოლობის პერსპექტივა მოეწონა. საკვალიფიკაციო წვრთნების წარმატებით დასრულების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო. ბატონმა აკბარიმ ხუთი სამოტივაციო წერილი დაწერა - და ხუთი თანხმობა მიიღო. დასაქმების ბაზარზე ამ აღმოჩენილი შესაძლებლობის შედეგად, ბატონი აკბარი დღესდღეობით RVK(კელნის რეგიონალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი) სრულ განაკვეთზე და რაინიშ-ბერგიშე-კრაიზში ცვლაში მუშაობს. 

მას უყვარს საჭის კომპეტენტურად მართვა - ავღანეთში მათ შორის, მსოფლიოს კვების ორგანიზაციაში მძღოლად მუშაობდა. ის პატივცემული თანამშრომელია. „ბატონმა აკბარიმ ხაზები სწრაფად შეისწავლა. ის უაღრესად სიმპათიურია და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მუდმივ მზად არის“, ამბობს ბატონი ნესიჩი, RVK-ს პერსონალის დისპონენციის კომპეტენტური პირი. 

აკბარების ოჯახი ბედნიერია, რომ ნორდრაინ-ვესტფალიაში ახალი სამშობლო იპოვეს, სადაც ცხოვრება და მუშაობა შესაძლებელია. 

გვერდის დასაწყისზე ასვლა