მთავარ შინაარსზე გადასვლა

რა არის კომუნალური ინტეგრაციის მენეჯმენტი (Kommunales Integrationsmanagement)? 

კომუნალური ინტეგრაციის მენეჯმენტი, შემოკლებით KIM,  არის ნორდრაინ-ვესტფალიის კომუნების კონსულტაციებისა და საინფორმაციო ცენტრი. KIM დახმარებას უწევს ნორდრაინ-ვესტფალიაში ჩამოსულ ადამიანებს, რომლებსაც აქ თავის დამკვიდრება სურთ. ინტეგრაციისთვის უამრავი შემოთავაზება არსებობს. KIM მათ გაგებას გაგიადვილებთ. აქ კომპაქტურ ინფორმაციას და ინტეგრაციის შესახებ მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხებს მიიღებთ. 

რა სარგებლობა მოაქვს KIM-ს?

არაერთი გამოწვევისა და საკითხის წინაშე იმყოფებით? KIM-საკითხების მენეჯერები ინტეგრაციის პროცესებში ჯეროვნად ერკვევიან და დახმარებას გაგიწევენ.  

გაქვთ შეკითხვები თქვენი ბინადრობის სტატუსის, თქვენი საცხოვრებელი სიტუაციის, ენის კურსების, დასაქმების/პროფესიული განათლების ან სხვა თემების შესახებ? KIM-ის საშუალებით მიიღებთ პასუხებს, ინფორმაციას და დახმარებას. KIM-ის საკითხების მენეჯმენტის თანამშრომლები თქვენთან ერთად შეიმუშავებენ თქვენი ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებს. გთავაზობთ შემდეგს: თქვენი სურვილის შემთხვევაში გაგიწევთ ჯეროვან კონსულტაციებს და ყველა სფეროში დახმარებას. KIM-საკითხების მენეჯერებისგან ელოდეთ თანადგომას! 

რა არის KIM-საკითხების მენეჯმენტი (KIM-Case Management)

თქვენი წარმოშობისა და თქვენი ბინადრობის სტატუსის მიუხედავად: KIM-საკითხების მენეჯმენტი კონსულტაციას და საორიენტაციო დახმარებას გაგიწევთ. პირადად თქვენთვის დანიშნული მენეჯერთან განიხილავთ თქვენს თხოვნებს და საჭიროებებს. საინტეგრაციო გეგმას ერთობლივად შეიმუშავებთ. 

KIM-საკითხების მენეჯმენტის წარმომადგენელთან განსახილველი, ნაირსახოვანი თემების არჩევანი დამოკიდებულია თქვენზე.  თქვენი პირადი KIM-საკითხების მენეჯერი თქვენს კომუნაში გზას გაგიკვლევთ და ინტეგრაციის პირადი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. 

კომუნალური ინტეგრაციის მენეჯმენტის უპირატესობები თქვენთვის 

1. ყველა საკითხისთვის ერთი სამსახური

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და სამსახურების სხვადასხვა თანამშრომლებთან, არაერთი სხვადასხვა ვიზიტის ნაცვლად, თქვენი საინტეგრაციო პროცესისთვის მხოლოდღა KIM დაგჭირდებათ. ამით კი დროს და ენერგიას დაზოგავთ.

2. ინდივიდუალური კონსულტაცია

მიმართეთ KIM-ს და გაიცანით KIM-საკითხების მენეჯმენტის თქვენთვის კომპეტენტური წარმომადგენელი, რომელიც ინტეგრაციის სრული პროცესის განმავლობაში მხარში ამოგიდგებათ. თქვენი ინდივიდუალური ოჯახური და ცხოვრებისეული სიტუაცია  განსაკუთრებულად გათვალისწინდება. KIM-მენეჯერი თქვენი საკითხების გადაჭრის პროცესში გაითვალისწინებს თქვენს პოტენციალს, რესურსებსა და გამოწვევებს .

3. თქვენი ქალაქის ცხოვრებაში ჩართვა

KIM-ის მეშვეობით ენის კურსების, ბინების ბაზრის, განათლებისა და კულტურის ღონისძიებების კონტაქტებს მიიღებთ. ამით ნაცნობების წრეს გაიფართოვებთ და ნორდრაინ-ვესტფალიაში  მალე გაშინაურდებით.

ნორდრაინ-ვესტფალიაში ახალი ჩამოსული ხართ? ქალაქში ახალი ჩამოსული ხართ?

თქვენ შეკითხვები გაქვთ თქვენი ბინადრობის სტატუსის, შუამდგომლობების, საინტეგრაციო შემოთავაზებებისა და დახმარებების შესახებ. აგრეთვე გაქვთ შეკითხვები ყოველდღიურ საკითხებზე: რატომ არის აუცილებელი და როგორ შევისწავლი ენას?  როგორ მიმდინარეობს სკოლაში ინტეგრაცია? რა გზით შევძლებ გერმანიაში მუშაობას? არსებობს თუ არა უცხოელი სპეციალისტებისთვის სამსახურები? როგორ შევძლებ კულტურულ ინტეგრაციას? მაქვს თუ არა სამედიცინო დახმარებით და მკურნალობით სარგებლობის უფლება? 

ინტეგრაციის სხვადასხვა საკითხების გარკვევა მნიშვნელოვანია. KIM-ის თანხლებით მარტო არ იქნებით. KIM-საკითხების მენეჯერები ტერიტორიულად ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის სხვადასხვა ადგილებზე იმყოფებიან. ისარგებლეთ ჩვენი კონსულტაციის ძიების ბმულით! 

ბინადრობის უფლების მიღების შანსის შესახებ ინფორმაცია 

„ბინადრობის უფლების  შანსის მიღების შესახებ კანონი“ („Gesetz zur Einführung eines Chancen-Aufenthaltsrechts“) ძალაში შევიდა 2022 წლის 31. დეკემბერს სამწლიანი მოქმედების ვადით. დეპორტაციის დროებით შეჩერების სტატუსის/(Duldung) დიდი ხნით მქონე პირებს მიენიჭებათ დარჩენის პერსპექტივა. ბინადრობის უფლების შანსით თქვენ მიიღებთ შეზღუდულ, 18 თვიან ბინადრობის ნებართვას, რის განმავლობაშიც შემდგომი ბინადრობის უფლების წინაპირობები უნდა შეასრულოთ. 

მომდევნო ინტერნეტის გვერდებზე მიიღებთ დამატებით ინფორმაციას ბინადრობის უფლების შანსის წინაპირობებზე და თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე. ბინადრობის უფლების შანსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს KIM-საკითხების მენეჯერს. 

ბმულები და გადმოწერები

ინტეგრაციის კომუნალური მენეჯმენტის ისტორიები

ინტეგრაციის კომუნალური მენეჯმენტის (KIM) ისტორიები იმ ადამიანების გამოცდილებებს გვიზიარებს, რომლებსაც KIM-საკითხების მენეჯერები (Kim-Case Manager:innen) მხარში ამოუდგნენ და თანადგომას იღებენ. ისინი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ცხოვრობენ და საზოგადოებრივ თანაცხოვრებაში მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებენ, მაგალითად, სამედიცინო სფეროში დამხმარეები ან ავტობუსის მძღოლები არიან. გარდა ამისა, იხილავთ KIM-საკითხების მენეჯმენტის (KIM-Case Management) ან სხვა საინტეგრაციო პოლიტიკის სფეროებიდან იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც ინტეგრაციის განმავლობაში უშუალოდ მიღებულ გამოცდილებებს  გვიზიარებენ.

გვერდის დასაწყისზე ასვლა