მთავარ შინაარსზე გადასვლა

პროფესიული განათლების მსურველების სწრაფი გაცნობის მეშვეობით ვაჭრობის სპეციალისტად მზადება  

"საბითუმო და საგარეო ვაჭრობის ვაჭრის განათლების მეშვეობით გერმანულ პროფესიული განათლების სისტემას საფუძვლიანად ვეცნობი. ჩემი პროფესიული განათლების სამსახურში პრაქტიკულ გამოცდილებას ვიღებ და შესაბამის პროფესიულ ენას ვეუფლები. ეს პროფესიული განათლება და ჩემი წარსულში მიღებული უმაღლესი განათლება აქ, ნორდრაინ-ვესტფალიაში  პერსპექტიული პროფესიული მომავლისკენ გზას მიკვალავს. 

საზაფხულო არდადეგების დრო ახლოვდება და პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ვერ ვპოულობთ. ახალი პროფესიული საგანმანათლებო  წლის აგვისტოში დაწყებამდე ამ სიტუაციის წინაშე ბევრი საწარმო დგას. იგივე სიტუაცია არის მენხენგლადბახშიც. 

სწრაფი გაცნობა საზაფხულო არდადეგებამდე პოტენციური კანდიდატების შერჩევის ბოლო ცდა ჩანს. საკითხების მენეჯერმა (Case-Managerin) ჯესიკა ჰეკელმა იქ მიაგზავნა ახალგაზრდა კამერუნელი, სანდრა კოუოტოუ ნტენტიე. თვითონ არ გააცილა, რადგანაც დარწმუნებული იყო რომ მის თვითდაჯერებულობას, სიმპათიურობას, დინამიურობას და პოტენციალს აღმოაჩენდნენ. ქალბატონმა ჰეკელმა ის სამოტივაციო გასაუბრებისთვის მოამზადა და მასთან ერთად ივარჯიშა. 

სანდრა კოუტოუ ნტენტიეს სიჩქარე თვალშისაცემია. ამით მან მენხენგლადბახში მდებარე პროფესიული განათლების საწარმოც დაარწმუნა

სანდრა კოუტოუ ნტენტიეს მშობლიური ენები ინგლისური და ფრანგული ენებია. B2-დონეზე გერმანულ ენის დაუფლებისთვის მას მხოლოდ ერთი წელი დაჭირდა. ის დარწმუნებული იყო, რომ პროფესიული განათლების მეშვეობით, გერმანული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას და სხვა ენობრივ კომპეტენციებს დაეუფლებოდა. მან ღონისძიება მართლაც არაერთი შემოთავაზებით დატოვა და რომლებიდანაც არჩევანი მენხენგლადბახ-ოდენკირხენში მდებარე შპს კომპანია ჰაინრიხ შმიდტზე შეაჩერა. 
ეს ადგილობრივი ფლეიერი ბედნიერია: ახალგაზრდა კამერუნელის სახით საბითუმო და საგარეო ვაჭრობის პროფესიული განათლების კვალიფიციური მიმღები შეიძინა. საწარმომ ამგვარად თავისი პოტენციალი გააფართოვა.  

ნორდრაინ-ვესტფალიის მიწაზე 2022 წლის მარტში ჩამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა მიზნად დაისახა ორიენტირება და ინფორმაციის მიღება, ენის შესწავლა, საკონსულტაციო ცენტრების პოვნა და კონტაქტების მოპოვება. უარის მიღების ან აშკარა ჩიხში მოხვედრისას მან ხელი არ ჩაიქნია. ამ თვითდაჯერებულობას და შინაგან სიმტკიცეს ის, მათ შორის, ერთ ეკლესიას უმადლის. მოსაგვარებელი საკითხების სიის შემდეგი პუნქტი ადმინისტრაციული მეცნიერებების მასტერის დიპლომის აღიარება იყო.  მან ამასაც მიაღწია. ეს მის უზღვავ ენერგიაზე მიუთითებს. 

გვერდის დასაწყისზე ასვლა